საქართველო სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება - 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ,,ორი მეზობლის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს, ხანგრძლივი მგზავრობაც არ მოგვიწევს. ერთა ლიგის პლეი ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური შეხვედრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ" - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
გერმანული გამოცემა ტრანსფერმარკტის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 178.10 მილიონი ევროა, ხოლო სომხეთის ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 42.15 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ძვირადღირებულები მოთამაშე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო).
სომხეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი "კრასნოდარის" შემტევი ნახევარმცველი ედუარდ სპერციანია (20 მილიონი ევრო).
შეგახსენებთ, პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარებიან.
საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს ორჯერ შეხვდა, პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, თბილისში კი 1:2 წავაგეთ. მაშინ ჯგუფში გამარჯვებულები ჩვენი მეზობლები გამოვიდნენ, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამეზე საქართველო, მეოთხეზე კი - ესტონეთი.
sportall.ge - ს ინფორმაციით, სომხეთის ნაკრები ამა წლის 14 ნოემბერს С4 ჯგუფში საკუთარ მოედანზე ფარერებთან 0:1 დამარცხდა, აუტსაიდერი იყო და D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა. ამ გუნდს გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს.