ოთხ თვეში, საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
"2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება“, - აღნიშნულ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.
ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით.
სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის პროცენტული ზრდის მიუხედავად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი ღვინო რუსეთში გადის (16 850 331 ბოთლი).
• აშშ - 108% (219 713 ბოთლი),
• ჩინეთი - 22% (2 192 025)
• პოლონეთი - 16% (1 173 850).
• ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც:
• ისრაელი - 102% (106 572),
• ბელარუსი - 88% (604 076),
• საფრანგეთი - 81% (43 938),
• მონღოლეთი - 72% (106 452),
• კანადა - 70% (66 960),
• ჰოლანდია - 37% (40 930),
• ესტონეთი - 15% (214 502),
• ლიეტუვა - 4% (179 370),
• რუსეთი - 4% (16 850 331) და სხვა.
მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 140 ათასი ბოთლი ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 68% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 382 ათას აშშ დოლარს აღწევს.