რუსეთი 1-ლი აგვისტოდან საერთაშორისო ფრენებს განაახლებს
რუსეთის ფედერაცია 1-ლი აგვისტოდან საერთაშორისო ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა. როგორც რუსული მედია იუწყება, პირველი ავიარეისი მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და როსტოვი-დონის მიმართულებით შესრულდება.
,,მივიღეთ გადაწყვეტილება საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ, რა თქმა უნდა ვიხელმძღვანელებთ ეპიდვითარებიდან გამომდინარე. გავითვალისწინებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ავადობის მაჩვენებელსა და საპასუხო პრინციპებს”, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ხუთშაბათს მთავრობის კაბინეტის სხდომაზე.
,,საჰაერო მიმოსვლა თავიდან განახლდება დიდ ბრიტანეთში, თურქეთთან და ტანზანიასთან", - განაცხადა პრემიერ მინისტრის მოადგილემ ტატიანა გოლიკოვამ. მანამდე ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტირებას, სხვა ქვეყნებთან მხოლოდ საპასუხო პრინციპის საფუძველზე განაახლებს.