ეკონომიკა
შეუერთდებიან თუ არა რესტორნების პროტესტს ახალციხიდან?
საქართველოს 200-მდე რესტორანი აკრძალვების მოხსნამდე პროტესტის ნიშნად მუშაობის დაწყებას აპირებს. "რესტორატორთა ასოციაციის" ამ ინიციატივას ახალციხის რესტორნები არ იზიარებენ. ადგილობრივი სარესტორნო სექტორი 6 თებერვლიდან მუშაობის დაწყებას არ აპირებს.
„სანამ არ მოგვცემს მთავრობა უფლებას, რომ გავაგრძლოთ ძველი რეჟიმით მუშაობა მანამდე ვერ გავხსნით რესტორნებს. ძალიანაც გვინდა, მძიმე მდგომარეობაში ვართ თუმცა, რომ მოვინენ და დაგვაჯარიმონ კიდეს ეს გვინდა?" - ამბობს რესტორან "ალავერდის" მენეჯერი მამუკა თუთაშვილი.
კანონის წინააღმდეგ წასვლას არ გეგემავს არც რესტორანი "რომანტიკა".
"ზღვა გადავცურეთ მდინარე დარჩა. სადაც ამდენი ხანი ველოდეთ, კიდევ დაველოდებით და როდესაც უფლება გვექნება შემდეგ გავხსნით" - აცხადებს რესტორან "რომანტიკა"-ს მფლობელი რომან მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კორონაპანდემიის გამო რესტორნებმა მუშაობა 2020 წლის 28 ნოემბრიდან შეწყვიტეს და მუშაობის გაგრძელება მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ. ადგილზე სტუმრის გამასპინძლება კი 10 000 ლარით ისჯება. სარესტორნო ბიზნესი დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისში 31 იანვარს აქციაც გაიმართება.
გააზიარეთ :