ეკონომიკა
ხელისუფლება სამცხე-ჯავახეთში 15 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის
პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო 128 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, აქედან 15 მიწის ნაკვეთი სამცხე-ჯავახეთშია. ესენია:
- ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელ კლდეში 56 205 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - საწყისი ფასი 282 000 ლარი
- ახალქალაქის რაიონში, სოფელ ლომატურცხში 10 472.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 60 000 ლარი;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ დილისკაში (მეფრინველეობის ფაბრიკა) 179 396 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 680 000 ლარი;
- ახალქალაქის რაიონში, სოფელ ვაჩიანში 15 905 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1, N2 (დანგრეული), N3, N4, N5, N6, N7, N8 შენობა-ნაგებობები - 58 000 ლარი;
- ქალაქ ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე 10 380 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ქალაქ ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ არსებული 7 608 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 280 000 ლარი;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგაშენში 25 056 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (დანგრეული) - 63 000 ლარი;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ აფნიაში 29 110 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 და N2 (დანგრეული) შენობა-ნაგებობები - 88 000 ლარი;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარწახში 127 558 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 356 000 ლარი;
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარწახში 93 040 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 373 000 ლარი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბაში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 41 625 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N4 (დანგრეული) და N5 (აუზი) შენობა-ნაგებობები - 625 000 ლარი;
- ქალაქ ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩა N14-ში 1 744 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 290 000 ლარი;
- ქალაქ ბორჯომში, გორკის ქუჩა N2-ში 3 001 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 49% წილი - 3 592 000 ლარი;
- ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა N107-ში 8 864 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 941 000 ლარი;
- ქალაქ ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩა N103-ში (ყოფილი ხორცკომბინატი) 39 594.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 473 000 ლარი;
- ქალაქ ნინოწმინდაში, ვ. ოვსეფიანის ქუჩაზე 18 778 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N3 შენობა-ნაგებობები - 350 000 ლარი.
არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ნაწილი 25 და 50%-იანი ფასდაკლებით იყიდება.
აუქციონის წესში განმარტებულია კანონმდებლობის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემძენი არ შეიძლება იყოს: უცხოელი (ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი); იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ან რომლის დომინანტი პარტნიორი ვერ დგინდება.
ამის გარდა, სახელმწიფოს ქვეყნის მასშტაბით, აუქციონზე გამოტანილი აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 45 მიწის ნაკვეთი და ცხრა საწარმო.
გააზიარეთ :