რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ნოემბერში?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა.
პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა, ასე გამოიყურება:
კომბოსტო - 96.7%
ბადრიჯანი - 74.7%
ქლიავი - 58.3%
ყურძენი - 41.4%
კვერცხი - 41.6%
მზესუმზირას ზეთი - 40.7%
ჭარხალი - 39.6%
შაქარი - 34.7%
სტაფილო - 34.2%
კარტოფილი - 33.7%
მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებულ პროდუქტებს შორის ვერ მოხვდა, მნიშვნელოვნად, 22%-ით არის გაზრდილი ფასი ხორბლის პურზე და ფქვილზე.