მომავალ წელს ლარი დოლართან მიმართებით შესაძლოა 15 თეთრით გაუფასურდეს
თიბისი კაპიტალმა მაკროსექტორული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ლარის კურსის შესახებ პროგნოზიცაა ასახული. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოს ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმათებით გაუფასურდება. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის დეკემბერში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3,25 ლარს მიაღწევს. იმ ფაქტს თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 3,10 ლარის ფარგლებში ივაჭრება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ წელს ლარი დოლართან მიმართებით შესაძლოა, 15 თეთრით გაუფასურდეს.
რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებით, დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის ბოლოს ერთი ლარის ღირებულება 3,68 ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ევროს ღირებულება დაახლოებით 3,5 ლარს შეადგენს.
თიბისი კაპიტალის ასევე აქვეყნებს იმ ფაქტორებს, რომლებიც ლარზე ზემოქმედებს. გაუფასურების მიმართულებით ეროვნულ ვალუტაზე პანდემიის გაგრძელება, არასტაბილური გარემო რეგიონში, საქართველოში 2022 წელს შესაძლო დეფლაცია და საერთაშორისო მასშტაბით დოლარის გაძვირება მოქმედებს.
რაც შეეხება ლარის გამყარების ფაქტორებს, ესენია: ტურიზმის აღდგენა, ბიუჯეტის მაღალი საგარეო დაფინანსება, ლარზე მოთხოვნის ზრდა, დოლარის შესუსტება და ძლიერი წმინდა შემოდინებები.