ეკონომიკა
მოიმატებს თუ არა პურის ფასი?
პურის ბაზარზე გაურკვევლობაა, რადგან, არ ვიცით, რა იქნება გაზის ტარიფი პურის მცხობელებისთვის - ამის შესახებ პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მალხაზ დოლიძის თქმით, გაურკვევლობა წლის დასაწყისში დაიწყო, როცა სხვადასხვა საცხობებს გაზის გადასახადი სხვადასხვა ტარიფი მიუვიდათ.

„ამ ეტაპზე, მასობრივი წარმოების პურზე ფასი არ გაზრდილა და წესით, არც უნდა მომხდარიყო ზრდა, ფქვილის პირდაპირმა შემოსვლამ გააჩინა კონკურენცია ბაზარზე და ფასები დაასტაბილურა. თუმცა, მოხდა ისე, რომ 30-თეთრიანი სხვაობით ეუბნებიან პურის საცხობებს ტარიფს, ვერ იგებენ, რის მიხედვით. ბოლომდე ნათელი არ არის, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება დენის ნაწილშიც. ამიტომ ახლა ენერგომატარებლებზე იქნება დამოკიდებული პურის ფასი. ასე რომ, გაიზრდება თუ არა პურის ფასი, კომუნალურ გადასახდელებზე იქნება დამოკიდებული.

ეს გაურკვევლობა უნდა მორჩეს ჯერ და მერე შეგვეძლება, ვთქვათ რამე, უფრო კონკრეტულად იმაზე, როგორი იქნება პურის ფასი. დღეს ენერგომატარებლები თვითღირებულებაში 20%-ს შეადგენს, თუ ეს ფასი გაიზარდა, რა თქმა უნდა, გაჩნდება პრობლემაც“,
- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისივე თქმით, ფასები საახალწლოდ მხოლოდ ქართულ პურზე შეიცვალა და ისიც ლოკალურად.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე -7 °C
img
ახალქალაქი -14 °C
img
ასპინძა -8 °C
img
ადიგენი 4 °C
img
ბორჯომი -7 °C
img
თბილისი -3 °C
img
აბასთუმანი -11 °C
img
ბაკურიანი -12 °C
img
ნინოწმინდა -14 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5130
RUB
RUB
100
4.0371
TRY
TRY
1
0.2279
USD
USD
1
3.0840
AMD
AMD
1000
6.4082
კალენდარი
«« იანვარი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.