რა ღირს ერთი დოლარი 18 მარტის მონაცემებით?
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2043 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2125 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 17 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2209 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5549 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.