ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0710 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1275 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 29 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1354 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4652 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.