ლარი გამყარებას განაგრძობს
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0800 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0793 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 6 აპრილს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0839 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3633 ლარია.