ეკონომიკა
ერთ წელიწადში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 19%-ით გაიზარდა
ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 104 953-ით მეტი ადამიანი იღებს შემწეობას.
წლების მიხედვით სტატისტიკა ასეთია:
აღსანიშნავია, რომ ღარიბი მოსახლეობის წილით პირველ ადგილზე თბილისია (მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე).
რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასეთია:
ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, 2021 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში 5%- ით მეტი ადამიანია რეგისტრირებული.
წლების მიხედვით სტატისტიკა ასეთია:
გააზიარეთ :