დაკარგული თორნიკე გვარამაძე გარდაცვლილი ნახეს
21 აპრილს დაკარგული თორნიკე გვარამაძე ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ უდეში, მდინარესთან იპოვეს.
15 წლის მოზარდის ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. ფაქტს მედიასთან ადასტურებს შსს.
თორნიკეს, ოჯახის წევრებთან ერთად, სოფლის მოსახლეობა, მოხალისეები, პოლიცია და სამაშველო ჯგუფები ეძებდნენ.