მედია
ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ბათუმში, ერას მოედანზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე შეიკრიბნენ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელს ხელისუფლება არარსებული "დანაშაულისთვის" სჯის.

მზია ამაღლობელი 100 დღეზე მეტია პატიმრობაშია. მის მიერ "დაზარალებული" პოლიციელი ირაკლი დგებუაძე კი სასამართლოს ამ დრომდე არ დაუკითხავს.
გააზიარეთ :