ეკონომიკა
რომელ ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი რეგიონებში საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით?
2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით ანუ 213.3 ლარით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, თბილისი ლიდერობს. „საქსტატის“ მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთი რეგიონების ათეულში მეშვიდე ადგილზეა. აქ საშუალო ხელფასი 960 ლარამდე განისაზღვრა.
რეგიონების მიხედვით ხელფასების გადანაწილება შემდეგნაირია:
- მცხეთა-მთიანეთი - 1,394.4 ლარი;
- ქვემო ქართლი - 1,271.5 ლარი;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 1,232.9 ლარი;
- იმერეთი - 1,122.4 ლარი;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1,017.9 ლარი;
- შიდა ქართლი - 978.2 ლარი;
- სამცხე-ჯავახეთი - 959.9 ლარი;
- კახეთი - 957.9 ლარი;
- გურია - 946 ლარი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 848.8 ლარი.
გააზიარეთ :