ერთ თვეში საქართველოში ფქვილი გაძვირდება - აისახება თუ არა ფასის მატება პურზე
რუსეთის გამოსვლამ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო კორიდორის შექმნას უზრუნველყოფს, მსოფლიოში ფასისა და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით რყევები გამოიწვია.
ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ერთ თვეში საქართველოში ფქვილი გაძვირდება, მაგრამ ეს საბოლოო პროდუქტის ფასზე არ აისახება.
„დღეს საქართველოში არის ხორბლის - თვიანი გარდამავალი მარაგი. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე გაძვირებული ღირებულება დაბალანსდება საშუალო შეწონილი ფასით. მარაგი ცხადია, არ არის მუდმივი და უხარჯავი. როცა შემოდის ახალი და უფრო ძვირი ფასზე აისახება, მაგრამ ერთ თვეში გადაცემის ეფექტით. გაძვირება ხდება, მაგრამ არა იმ ტემპით და მასშტაბით, რომ ეს საბოლოო პროდუქტზე აისახოს. გაძირება შეიძლება იყოს 1-2 ლარით და შეიძლება იყოს 10 ლარით. სავარაუდოდ, ერთი თვის განმავლობაში ფქვილი გაძვირდება, მაგრამ 1-2 ლარით, თუ ვითარება კატასტროფულად არ შეიცვალა მსოფლიო ბაზარზე", - განაცხადა სილაგავამ.