სააღდგომო არდადეგები სკოლებსა და ბაღებში
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი სამყარო 20 აპრილს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით საჯარო სკოლებში სააღდგომო არდადეგები წითელ პარასკევს – 18 აპრილს დაიწყება და 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დღეებში დაისვენებენ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში მოქმედი საბავშვო ბაღებიც.