ვის რამდენი გაუხდა პენსია 2023 წლიდან
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა გაიზარდა. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან, პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტია. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
• 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსიის ზრდა 65 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, კანონით განსაზღვრული საპენსიო დანამატის ჩათვლით, იქნება 438 ლარი;
დანარჩენი პენსიონერებისთვის - 365 ლარი;
• 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, რისი გათვალისწინებითაც:
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა პენსია, ზემოაღნიშნული დანამატის ჩათვლით, იქნება 354 ლარი;
დანარჩენი პენსიონერებისთვის - 295 ლარი;
• მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება იზრდება 65 ლარით;
• სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარების ზრდა 35 ლარით.