შსს-მ სამცხე-ჯავახეთსა და რეგიონებში 18 პირი დააკავა
16:50 / 22.04.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთი პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულია 18 პირი.
„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ნ.ტ., 1976 წელს დაბადებული თ.ლ., 1976 წელს დაბადებული გ.ბ., 1956 წელს დაბადებულ ბ.კ., 2004 წელს დაბადებული ნ.გ., 2005 წელს დაბადებული ლ.ტ., 1993 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., ასევე, წარსულში ნასამართლევები: 1985 წელს დაბადებული ა.პ. 1995 წელს დაბადებული ო.კ., 1984 წელს დაბადებული ი.რ., 1981 წელს დაბადებული ი.თ., 1973 წელს დაბადებული ბ.შ. 1993 წელს დაბადებული ზ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ზ.ღ., 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1971 წელს დაბადებული ნ.ა., 1984 წელს დაბადებული მ.თ.: დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები, რამდენიმე ამფეთქი ფალია და კაფსულ-დეტონატორები. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "გამომშრალი მარიხუანა“ და რეგისტრაციის წესების დარღვევით დამონტაჟებული „ლენტური ხერხი". გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე პრიმა და 287-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.