პროდუქტები, რომელიც იანვარში გაიაფდა
2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 % შეადგინა.
2023 წლის დასაწყისში, ფასი სულ 9 საკვებ პროდუქტზე შემცირდა.
გთავაზობთ პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაიაფდა:
კომბოსტო - 53.7%
ქლიავი - 29.9%
ბადრიჯანი - 15.4%
ნიორი - 14.8%
მზესუმზირის ზეთი - 8.6%
კივი - 6.4%
ყურძენი - 6.4%
ნიგოზი - 2.9%
წიწიბურა - 1.8 %
ინფორმაციისთვის, გასული წლის იანვარში ჩამონათვალიდან თითქმის ყველა პროდუქტი ყველაზე მეტად გაძვირებულთა ჩამონათვალში იყო. კერძოდ: კომბოსტო - 217.7%-ით, ქლიავი - 55.8%, ბადრიჯანი - 36.4%, წიწიბურა - 28.4%-ით, მზესუმზირის ზეთი - 20.6%.