ეკონომიკა
რა გაძვირდა ყველაზე მეტად თებერვალში?
2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც გასულ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა:
- ხახვი - 118.4%-ით
- სიმინდის ფქვილი -79.6%-ით
- კარტოფილი - 56.9%-ით
- ნამცხვარი - 40.8%-ით
- მწვანე ლობიო - 38.3%-ით
- საზამთრო - 36.8%-ით
- შესქელებული რძე - 130.8%-ით
- ვაფლი კრემით - 30.5%-ით
- ტომატ პასტა - 29.1%-ით
- მდოგვი - 27. 4%-ით
გააზიარეთ :