ეკონომიკა
რით აიხსნება ლარის გამყარება და როგორ აისახება ეს მოსახლეობის მდგომარეობაზე
ბოლო დროს ლარი მყარდება როგორც ევროს, ისე დოლარის მიმართ. 20 თებერვალს (ორშაბათს) თუ 1 ევრო ოფიციალური კურსით დაახლოებით 2,82 ლარი ღირდა და 1 აშშ დოლარი - 2,64 ლარი, იმავე კვირის ბოლოს, შესაბამისად, 2,77 და 2,61 ლარი გახდა. არადა, როგორც წესი, წელიწადის ამ დროს ეროვნული ვალუტა მაინცდამაინც გამყარების ტენდენციით არ გამოირჩევა. რით აიხსნება ამ ბოლო დღეებში ლარის გამყარება, რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს და როგორ აისახება ეს მოსახლეობის მდგომარეობაზე, ამ საკითხებზე ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი საუბრობს:

- ზოგადად, ყოველთვის არსებითია ერთი და იგივე ფაქტორები - ქვეყანაში დოლარის შემოსვლა და ლარის მასის გაზრდა. რამდენიმე თვეა, ეროვნული ბანკი წარმართავს ნახევრად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, რაც გარკვეულწილად მოქმედებს და ინფლაციის საშუალო დონე მაინც ქვემოთ ჩამოდის. მაღალი ინფლაცია გვაქვს და ვიცით, რომ მაღალი ინფლაცია გაგრძელდება, მაგრამ წინა და იმის წინა წელს რომ შევადაროთ, წლიური საშუალო მაჩვენებელი კლების ტენდენციითაც კი ხასიათდება, აგვისტოდან მოყოლებული, ორი თვე იყო გამონაკლისი. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გრძელდება დოლარის შემოსვლა ფულადი გზავნილების სახით და თან ყოველთვიურად ზრდის ტენდენციითაც ხასიათდება. ბოლო თვის მონაცემები ჯერ არ არის, მაგრამ წინა თვეების მონაცემებს თუ ვნახავთ, სულ მომატებულია. ამავე დროს, ვიცით, რომ კიდევ გაიზრდება და ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო მოიმატებს ქვეყანაში ტურისტების შემოდინებაც. აღარაფერს ვამბობ რუსეთიდან შემოსულებზე. მეორე მხრივ, ეს არის მოკლევადიან პერიოდში გამყარება და ამით ტენდენციაზე ვერ ვილაპარაკებთ. ლარი ერთი კვირით რომ მყარდება ან უფასურდება, ამის საფუძველზე ვერაფერს იტყვი. უნდა ვნახოთ, ეს ტენდენცია რამდენიმე თვეს შენარჩუნდება თუ არა. შენარჩუნება კი დამოკიდებულია ბევრ რამეზე, უმთავრესად, როგორც ვთქვით, დოლარის შემოდინებასა და ქვეყანაში ლარის მასაზე, რა ტემპით იზრდება ის, ან საერთოდ, იზრდება თუ არა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამყარების მიზეზი კი შესაძლოა იყოს ყოველდღიური ვაჭრობის შედეგი, ან რამე ინვესტიციის მოლოდინი.

- ლარი დიდი ხანია მყარია. მიზეზად ჯერ რუსების შემოსვლა სახელდებოდა, მერე გზავნილები, მერე ტურისტული სეზონი დაემატა, მაგრამ ახლა საინტერესო ის არის, რომ გამყარების ტენდენცია ზამთარშიც შენარჩუნდა, როცა, სულ ცოტა, ტურისტული სეზონი არ არის. ამიტომ ახლა გამყარება, თუნდაც მოკლევადიანი, რით განსხვავდება ამ გრძელვადიანი გამყარებისგან?


-0:21 - ერთია, რომ რაც მანამდე იყო, გარკვეულწილად შენარჩუნდა - ფულადი გზავნილების ტემპი, შემოსული ადამიანების ზრდის ტემპი. რომ ნახოთ დეკემბერ-იანვარს შემომსვლელთა რაოდენობა და შევადაროთ წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, ზრდა მკვეთრია - ანუ ეს მიზეზები, რაც გაზაფხულსა და ზაფხულში იყო, შენარჩუნდა შემოდგომა-ზამთრის პერიოდშიც, შესაბამისად - გამყარების ტენდენციაც. უშუალოდ ამ ერთ კვირაზე კი, როგორც გითხარით, ძნელია ჯერ კონკრეტულად რამის თქმა. აქამდეც ხშირად ყოფილა სამი-ოთხი დღის განმავლობაში მკვეთრი გამყარებაც და გაუფასურებაც, მაგრამ მალევე უბრუნდება ზოგად ტრენდს. ის ფაქტორი, რომ საიდანღაც ქვეყანაში უცბად ბევრი დოლარი გაჩნდა, ასეთი რამ არ მომხდარა. ფაქტორები, რაც ამყარებდა ლარს, არ შეცვლილა.

- ეროვნული ბანკის "სანახევროდ გამკაცრებული" პოლიტიკა ახსენეთ. რამდენად შესაფერისია ამგვარი პოლიტიკა, თან ვიცით, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იცვლება და ხომ არ არის მოსალოდნელი პოლიტიკის შეცვლაც? და რა გავლენას იქონიებს ეს?

- "სანახევროდ გამკაცრებული პოლიტიკა" ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გაზრდილია რეფინანსირების სესხებზე განაკვეთები, მაგრამ, მეორე მხრივ, გაზრდილია რეფინანსირების სესხების რაოდენობაც და ის სულ იმატებს. შიდა ვალის სახით მთავრობა ყოველწლიურად ასეულმილიონობით ლარს იღებს. ეს კი არის ე.წ. ახალი ფული, ანუ არ არის შესაბამისი საბაზრო მოთხოვნა და ეს პირველ რიგში ფასების ზრდას იწვევს. მეორე ხელით ცენტრალური ბანკი ცდილობს რეფინანსირების სესხებზე პროცენტის აწევას, რათა ფულის მასის ზრდა შენელდეს, მაგრამ ეს ისევ მოქალაქეების ხარჯზე ხდება, რადგან პროცენტი მათ უძვირდებათ. ფულის მასის შენელებული ზრდით გამოიხატება, პოლიტიკა რამდენად მკაცრია და რადგან ეს სიმკაცრე მხოლოდ მოქალაქეების ხარჯზეა, ამიტომაც ვამბობ, რომ სანახევროა. ეს კი საკმარისი არ არის და პირველ რიგში ეროვნული ბანკი მთავრობის მიერ ფულის მასის ზრდას უნდა უშლიდეს ხელს, რადგან ეს ზრდა მოთხოვნიდან არ გამომდინარეობს. როცა მთავრობა შიდა ვალს იღებს, იღებს კომერციული ბანკებისგან, სადაც ამისთვის დამატებით შედის ფული და ეს ყველაფერი კეთდება, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაბალანსებლად და არა საბაზრო მოთხოვნის გამო.

ხელისუფლების პოლიტიკაა, რაც შეიძლება მეტი შიდა ვალი აიღოს და ნაკლები - საგარეო, რაც სწორი არ არის იმის გამო, რაც გითხარით - ეს ხელოვნურად ზრდის ფულის მასას, რაც მოქმედებს კურსზეც და ინფლაციაზეც. გამოსავალია, ხელისუფლებამ მაქსიმალურად ნაკლები შიდა ვალი აიღოს და ეროვნულმა ბანკმა, ბოლოს და ბოლოს, ხმა ამოიღოს, რომ ეს სწორი პოლიტიკა არ არის, მით უმეტეს, რომ საგარეო ვალისგან განსხვავებით, შიდა ვალი ძალიან მაღალ პროცენტშია აღებული.

შეიცვლება ეს თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მიაღწევენ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. არადა, მიზნობრივი 3%-იანი ინფლაცია როდის იქნება, ძნელი სათქმელია. 2023 წელს საშუალო ინფლაციის დონე 5-6%-ის ფარგლებშია დაგეგმილი - ანუ წლეულს რადიკალურ ცვლილებებს ეროვნული ბანკის პოლიტიკაში ნაკლებად უნდა ველოდოთ, რადგან თავად ამბობენ, რომ ეს პოლიტიკა მანამდე გაგრძელდება, სანამ წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს არ მიაღწევს.

ვრცლად შეგიძლიათ იხლოთ:https://bit.ly/3TtlJ3N
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 22 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 21 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 22 °C
img
თბილისი 28 °C
img
აბასთუმანი 18 °C
img
ბაკურიანი 15 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitnahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscommariobetparibahisomegle livejojobetbahsegelgrandpashabetsahabetbahsegel