რა ფასად ყიდულობს საქართველო კვერცხს?
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 457.48 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 664 ტონა ქათმის კვერცხი (არაინკუბირებისთვის) შემოვიდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, მიმდინარე წლის 1-ელ ორ თვეში საქართველოში კვერცხის იმპორტი სრულად თურქეთიდან განხორციელდა.
რაოდენობრვად 2023 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოში 9 781 920 ცალი კვერცხია შემოსული. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ ცალი კვერცხის ღირებულება 4,6 ცენტია. რაც დაახლოებით 11-12 თეთრია.