ეკონომიკა
შაქრის გლობალური ფასი 12-წლიან მაქსიმუმზეა - სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო პროდუქტს?
მსოფლიოში შაქრის ფასი იზრდება. ფიუჩერსების ღირებულებამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 705,5 დოლარს გადააჭარბა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 5.7 მლნ აშშ დოლარის 7 526 ტონა შაქარი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 3.6 მლნ აშშ დოლარის 6 435 ტონა.
შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყანას წელს 1 კილოგრამი შაქრის იმპორტი 1,31 დოლარი, დღევანდელი კურსით 3,3 ლარი დაუჯდა.
გთავაზობთ 5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველომ წელს, ყველაზე დიდი ოდენობით პროდუქტი შეიძინა:
- საფრანგეთი - 3.655 მლნ აშშ დოლარი 4 561 ტონა (საშუალოდ 1 კგ 1,25 დოლარი)
- ინდოეთი - 810 ათასი აშშ დოლარის 1 320 ტონა (საშუალოდ 1 კგ 1,6 დოლარი)
- ნიდერლანდები - 808 ათასი აშშ დოლარის 1 032 ტონა (საშუალოდ 1 კგ 1,27 დოლარი)
- ეგვიპტე - 351.4 აშშ დოლარის 513 ტონა (საშუალოდ 1 კგ 1,4 დოლარი)
- აზერბაიჯანი - 41.5 აშშ დოლარის 42.5 ტონა (საშუალოდ 1 კგ 1,02 დოლარი)
გააზიარეთ :