რა მოცულობის ხორბალს ყიდულობს საქართველო უკრაინაში
პოლონეთი და უნგრეთი უკრაინული ხორბლის იმპორტს აჩერებენ. აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბის ფონზე. ევროპული კომისია პოლონეთისა და უნგრეთის მხრიდან უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ვაჭრობის საკითხზე ცალმხრივი ქმედება მიუღებელია.
უკრაინიდან ხორბალს საქართველოც ყიდულობს, თუმცა საკმაოდ მცირე რაოდენობით. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ უკრაინაში 978,8 ათასი დოლარის ღირებულების 2 500 ტონა ხორბალი შეიძინა, რაც ხორბლის მთლიანი იმპორტის 2%-იც კი არ იყო. 2022 წელს ქვეყანაში 64,785 მლნ დოლარის ღირებულების 184,063 ტონა ხორბალი შემოვიდა, მთავარი იმპორტიორი კი იყო რუსეთი, სადაც შარშან 61,640 მლნ დოლარის ღირებულების 174,132 ტონა ხორბალი ვიყიდეთ.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2023-ში 10,428 მლნ დოლარის ღირებულების 32,975 ტონა ხორბალი შემოვიდა, აქედან უკრაინაში ვიყიდეთ 309,8 ათასი დოლარის ღირებულების 961,1 ტონა, რუსეთში კი 10,119 მლნ დოლარის 32,014 ტონა.