ბირჟებზე ნავთობის და გაზის ფასი დაეცა
დღეს, ბირჟების გახსნიდან რამდენიმე საათში ნავთობის ფასი დაახლოებით 1,7%-ით შემცირდა. ამჟამად Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 79 დოლარზე ნაკლებს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
გაიაფების ტენდენციით ხასიათდება ბუნებრივი აირიც. აშშ-ში გაზის ფასი 70%-ით შემცირდა, ხოლო ევროპაში 60%-ით.