ეკონომიკა
რა გაძვირდა ყველაზე მეტად აპრილში?
2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის „ მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა
გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა :
- ხახვი - 92%-ით
- სიმინდის ფქვილი - 35.4%-ით
- კარტოფილი - 33.7%-ით
- მწვანე ლობიო - 33.3%-ით
- ტომატ-პასტა - 30.4%-ით
- ნამცხვარი - 27.5%-ით
- მდოგვი - 21%-ით
- საზამთრო - 20.6%-ით
- ლიმონი - 19.8%-ით
- ძროხის ხორცი - 18%-ით
გააზიარეთ :