ეკონომიკა
ახალი კარტოფილის ფასები რეკორდულად დაბალია - რა ღირს პროდუქტი?
მიუხედავად იმისა, რომ ახალი კარტოფილის სეზონი საქართველოში საკმაოდ მაღალი ფასით დაიწყო, 19 მაისს EastFruit-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად დადგინდა, რომ ამჟამად პროდუქტი საკმაოდ იაფი ღირს.
ახალი კარტოფილი ბაზარზე ჯერ კიდევ მარტში გამოჩნდა და 1 კილოგრამის ღირებულება საშუალოდ 10 ლარს შეადგენდა. აპრილიდან ფასებმა იკლო. მიზეზები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად:
- დიდი მოცულობის ალტერნატივა გასულ წელს კარტოფილის იმპორტის სახით;
- ბაზარზე დიდი ოდენობით ახალი კარტოფილი შემოვიდა.
ძველი კარტოფილის გამყიდველებს სურთ ნარჩენების სწრაფად გაყიდვა, ხოლო ახალი კარტოფილი ბაზარზე დომინირებას იწყებს.
19 მაისს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ახალი კარტოფილის საშუალო საბითუმო ფასი 1 კილოგრამზე 1,30 ლარი იყო, შარშანდელი კი 1,70 ლარად იყიდება.
რატომ არის ახალი კარტოფილი იაფი? - ამ შეუსაბამობის მიზეზი ტენიანობაა.
ახალ ქართულ კარტოფილს დღეისათვის კილოგრამზე უფრო მაღალი ტენიანობა აქვს, ვიდრე წინა მოსავლის კარტოფილს. შესაბამისად, 1 კგ ახალი კარტოფილის ყიდვისას ნაკლები მშრალი ნივთიერება გამოდის, ვიდრე წინა მოსავლის 1 კგ კარტოფილის ყიდვის დროს. შესაბამისად, გასული წლის კარტოფილის მნიშვნელოვანი მარაგით, ბაზარი ახალ კარტოფილში ნაკლებს იხდის.
რაც შეეხება ფასებს, ის დამოკიდებულია მარაგსა და სამცხე-ჯავახეთში მოსავლის მოლოდინზე, სადაც მოსავლის აღება სექტემბრიდან იწყება. თუ მიწოდებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდა, ეს ფასები სექტემბრის შემდეგაც შენარჩუნდება.
გააზიარეთ :