ეკონომიკა
რა გაიაფდა ივნისში ყველაზე მეტად?
2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა.
გთავაზობთ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც გასულ თვეში ფასი ყველაზე მეტად შემცირდა:
- ქლიავი - 40%-ით
- მზესუმზირას ზეთი - 39.7%-ით
- წიწიბურა - 37.8%-ით
- ყურძენი - 36.3%-ით
- კარტოფილი - 35.1%ით
- ჭარხალი - 33.2%-ით
- კომბოსტო - 24.8%-ით
- მწვანილი - 23%-ით
- მარგარინი - 17.6%-ით
- სტაფილო - 12.2%-ით
გააზიარეთ :