ეკონომიკა
საქართველოში საწვავის ფასმა მოიმატა – რა ღირს ავტოგასამართ სადგურებზე?
საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება. კერძოდ, ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით, 11 თეთრიდან 25 თეთრამდეა გაზრდილი.

რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.03 ლარია; „რეგულარი“ – 2.78; სუპერი – 3.70; ევრო-დიზელი კი 3.08 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.04 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.14 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.04 და 2.78 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.68 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.09 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.89 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.79; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.65 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 3.15 და 3.25 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ – 2.93 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ - 2.69 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 3.04 ლარი ღირს, „ევრო სუპერი-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.65 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.17 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 3.12 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 2.95 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 2.73 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი - 3.69 ლარი ღირს.

„პორტალის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი პრემიუმი - 2.84 ლარი ღირს; 1 ლიტრი „ევრო-რეგულარის“ ფასი - 2.65 ლარია; „ევრო დიზელი” – 2.99 ლარი ღირს; „effect დიზელ“ი – 2.89 ლარი, ხოლო დიზელის ფასი – 2.65 ლარია.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 16 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
ასპინძა 17 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 16 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 13 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 12 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8633
EUR
EUR
1
2.8270
RUB
RUB
100
2.7636
TRY
TRY
1
0.0979
USD
USD
1
2.6832
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.