ეკონომიკა
შეიცვლება თუ არა პურის ფასი? –ლევან სილაგავა
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში პურის ფასის გაძვირების ტენდენცია არ არსებობს.

მისივე თქმით, პურის ფასი სტაბილურია და შესაბამისი მარაგები არსებობს.

„ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს „პურის მწარმოებელ ასოციაციასთან“, პურის ფასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არის. მათი თქმით, ფასი სტაბილური იქნება. პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ იქნება, ფასი სტაბილური და შენარჩუნებული იქნება. გასული და მიმდინარე წლის მოსავალს რუსეთი აქტიურად ვერ ყიდის შავი ზღვის მიმართულებით, ისე როგორც იყო პროგნოზირებადი. ჩვენი მიმართულებით უფრო მეტი ხორბლის რაოდენობაა დარჩენილი“,- აღნიშნა სილაგავამ.

გარდა ამისა, მან იმ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებითი, საიმპორტო საფასური ნოემბრამდე დააწესა. როგორც სილაგავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, გაგრძელდება თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი სამოქმედო გეგმა ბაზარზე.

„გუშინწინ დედოფლისწყაროში ფერმერების აქცია გაიმართა. მათი მოთხოვნა იყო, რომ ვერ ახერხებდნენ იმ ფასად ჩაბარებას, რაც თვითღირებულებაა. მზად ვართ ფერმერებთან კომუნიკაციისთვის, მთავრობა არის ჩაბმული ამ საკითხში. კომპრომისული ვარიანტები უნდა მივიღოთ, აუცილებელია წისქვილკომბინატებმა იმუშაონ, ფქვილის იმპორტი ხორციელდებოდეს და ადგილობრივ ფერმებს ჩაბარების შესძლებოდა ჰქონდეთ და მოტივაცია, მომავალი ხორბლის მოსავალი მიიღონ. უნდა ვიცოდეთ, გადაწყვეტილება, რომელიც10 ნოემბრამდეა მიღებული, გაგრძელდება თუ არა და ამის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ ბაზარზე - გავაგრძელოთ კომუნიკაცია ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუ იმ მიჯნაზე ვართ, რომ ფქვილის იმპორტზე გადავერთოთ“,- განაცხადა სილაგავამ.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 16 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
ასპინძა 17 °C
img
ადიგენი 21 °C
img
ბორჯომი 15 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 13 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 12 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8633
EUR
EUR
1
2.8270
RUB
RUB
100
2.7636
TRY
TRY
1
0.0979
USD
USD
1
2.6832
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.