2024 წელს "რუმს აბასთუმანი" გაიხსნება
სასტუმროების ქსელი „რუმს ჰოტელი“ საქართველოში უკვე 4 ობიექტს აერთიანებს. რამდენიმე დღეა, რაც ქსელს ამჯერად ბათუმში, მეოთხე სასტუმრო შეემატა. "რუმს ჰოტელის" დირექტორი ვალერი ჩეხერია გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" აღნიშნავს, რომ "რუმს" უკვე თავისი მომხმარებელი ჰყავს, კომპანიას კი შეუძლია მათ "რუმსების" ტური შესთავაზოს.
მისივე თქმით, "რუმსის" არც ერთ სასტუმროში სეზონურობა არ შეიმჩნევა და ის თითქმის ყველა პერიოდში დატვირთულია. ცნობისთვის: სასტუმროების ქსელი "რუმსი" თბილისში, ყაზბეგში, ბაკურიანსა და ბათუმშია წარმოდგენილი.
"რუმს თავისი მომხმარებელი ჰყავს, 4 სასტუმრო გვაქვს და ეს იმხელა სიძლიერეა, რომ უკვე შეგვიძლია დამსვენებელს რუმსების ტური შევთავაზოთ" - ამბობს ჩეხერია.
"რუმს ჰოტელის" დირექტორი გეგმებზეც საუბრობს. ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ მეხუთე "რუმსი" 2024 წელს აბასთუმანში გაიხსნება.
"მომავალ წელს "რუმს აბასთუმანის" გახსნა გვაქვს დაგეგმილი. ეს იქნება კიდევ ერთი ულამაზესი რუმსის სასტუმრო, რომლის ძირითადი მიმართულება ჰოლისტიკური, გამაჯანსაღებელი, დექტოქსი იქნება. 2024-ში უკვე დამსვენებელს მივიღებთ" - განმარტავს ვალერი ჩეხერია.
"რუმს ჰოტელის" სამომავლო პროექტებზე "ბიზნესისკვირეულში" საუბრობს -„რუმს ჰოტელის" მმართველი დირექტორი ლევან ბერულავაც. მისი თქმით, "რუმს ბაკურიანს" ახალი სერვისები დაემატება. ამასთან, როგორც ის ამბობს კომპანია აპლიკაციის ჩაშვებაზე მუშაობს.
"რუმს ბაკურიანი წელს სპასთან და აუზთან ერთად გაიხსნება. როგორც ვალერიმ აღნიშნა, 2024 წელს ამოქმედდება "რუმს აბასთუმანი". "რუმს აბასთუმნის" შემდეგ უკვე საერთაშორისო არენაზე შევალთ.
ვმუშაობთ აპლიკაციაზეც. მისი დახმარებით, ჩვენს მომხმარებელს ყველა იმ სერვისზე ექნება წვდომა, რომელსაც ბიზნესი აერთიანებს. მათთვის განსაკუთრებული შეთავაზებებიც იქნება" - აღნიშნავს ლევან ბერულავა.