„ბიტკოინის“ ფასი ისევ ეცემა - რა ღირს ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა
მიუხედავად აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მიერ „ბიტკოინის“ ბირჟაზე დაშვებისა, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კრიპტოვალუტაზე ფასი ისევ ეცემა. ამ მომენტისთვის მისი ღირებულება 40,033 დოლარს შეადგენს.
11 იანვრის მონაცემებით, „ბიტკოინის“ ფასი 49 ათასი დოლარი იყო, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმუმს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამ ორი წლის მანძილზე, მისი ფასი 46 ათასს არ ჩამოცილებულა.
არადა, პირველი ETF-ის ჩაშვებამ თავიდან მთელს კრიპტობაზარზე გარკვეული გავლენა იქონია. იყო მოლოდინი, რომ „ბიტკოინს“ ახალი რეკორდები უნდა მოეხსნა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა. ფასი თავდაპირველად მართლაც გაიზარდა, მაგრამ იგი 48 000 დოლარს ვერ გასცდა და ჯერ 45 000 დოლარამდე, შემდგომ კი 41 000 დოლარამდე დაეცა. ახლა კი 40 033 დოლარს შეადგენს.