რა გაიაფდა მარტში ყველაზე მეტად?
საქსტატი ქვეყანაში ინფლაციას, ანუ სამომხმარებლო კალათის ღირებულებას 305 საქონლისა და მომსახურების ღირებულის გამოკვლევით ადგენს. საქსტატის შეფასებით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა, ხოლო ყველაზე მსხვილ სასაქონლო ჯგუფში სურსათში ფასები 3.4%-ით შემცირდა.
უშუალოდ სამომხმარებლო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად 39.9%-ით ანტიბიოტიკების ღირებულება შემცირდა. 38.6%-ით შემცირდა წიწიბურას საფასური, 35%-ით კარტოფილის, 30%-ით კი ზეთის ღირებულება არის შემცირებული.
2024 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი:
ანტიბიოტიკები - 38.9%;
წიწიბურა - 38.6%;
კარტოფილი - 35%;
მზესუმზირის ზეთი - 30%;
ხახვი - 28%;
საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 24%;
მარგარინი - 21.5%;
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 21.1%;
ტელევიზორი - 20.5%;
კომპიუტერი - 19%.
რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელსა და მომსახურებას, მათ შორის პირველ ადგილზეა ელექტრიკოსის მომსახურება, რომელიც წელს 53%-ით გაძვირდა. ასევე გაზრდილია ვაშლის, ყურძნისა და კივის ღირებულებაც.
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 53.0%;
ატამი - 52.9%;
ვაშლი - 44.8%;
ყურძენი - 44.7%;
ქლიავი - 44.3%;
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 41.7%;
ნიორი - 34.9%;
მსხალი - 31.7%;
მღებავის მომსახურება - 29.0%;
კივი - 26.6%.