ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6720 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 6.86-ია, 100 რუსულ რუბლს 2.86 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.082 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8663 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9038 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0375 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
გააზიარეთ :