ლარის კურსი ეცემა - რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:17 საათისთვის ერთი დოლარი 2.7524 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7000 კურსით დაიწყო.
"ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ დროისათვის,
,,საქართველოს ბანკში" 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.7950 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.6950 ლარად შეეძლებათ.
,,თიბისი ბანკში" 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8000 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.6900 ლარადაა შესაძლებელი.
,,ვითიბი ბანკში" 1 დოლარის ღირებულება 2,7850 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2,6550 ლარად შეძლებენ.
2.8050 ლარი ღირს ერთი დოლარი "პროკრედიტ ბანკში", 2.7700 - "ტერაბანკში" და ა.შ.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარია.
"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე აცხადებს, ლარის გაუფასურება უკავშირდება რისკებს, რაც გამოწვეულია მოლოდინებით და არა მაკროეკონომიკური ფაქტორებით. მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების, საერთაშორისო განცხადებების ფონზე შემცირდება სამომავლოდ სავალუტო ნაკადები, რაც გამოიწვევს ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას.