ოქრო ისევ ძვირდება
საქართველოში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ბოლო წლებია ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს მაისში საქართველოში ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 17,90%-ით არის გაძვირებული.
ფასები წლებია იზრდება ბაზარზეც. "ოქროს ბირჟაზე" კი 1 გრამი 958 სინჯის ოქროს, ე.წ. "ბაჯაღლოს" ფასი 2022 წელს საშუალოდ 170 ლარი იყო, 2023 წელს - 180-185 ლარი, ხოლო ამჟამად მისი ღირებულება 220 ლარს შეადგენს.
,,ფასების ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა მაღალია, მითუმეტეს საქორწინო ბეჭდებზე, რადგან სხვას თუ ვერაფერს, ჩვენში ამ ტიპის ბეჭედს მაინც ყიდულობენ", - აცხადებენ "ოქროს ბირჟაზე".
რაც შეეხება მსოფლიოს, 20 მაისს, ძვირფასი ლითონის ფასმა უნციაზე 2 441 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენდა. Gოლდ Price-ის მონაცემების თანახმად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წინა თვესთან შედარებით, ოქროს ფასი 3.61%-ით არის გაზრდილი. ამჟამად 1 უნცია ოქრო 2 334 დოლარი ღირს.