ეკონომიკა
ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8031 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0326 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.1874-ია, 100 რუსულ რუბლს 3.1999 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0852 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0410 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0069 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0341 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
გააზიარეთ :