ეკონომიკა
1 აშშ დოლარი 2.7860 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0136 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი თურქული ლირა 0.0859, 1 000 სომხური დრამი 7.2199 ლარია, ხოლო 100 რუსულ რუბლს 3.1731 ლარად შეიძენთ.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0089 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0124 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0035 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
გააზიარეთ :