ვალუტის კურსი შეიცვალა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7147 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7214 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 6.9779-ია, 100 რუსულ რუბლს 3.1536 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0823-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9481 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9426 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.