რა ღირს ბაკურიანში 1 კვ.მ. ბინა?
2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში 221 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა. ამის შესახებ „გალთ&თაგარტის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ. კვლევის თანახმად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 71.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 53.0% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500).
ბაკურიანში ამჟამად 13 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და $1,092/მ2 -ს გაუტოლდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%- იანი ზრდაა.
რაც შეეხება გუდაურს, 2024 წლის II კვარტალში აქ 74 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად მცირედი 1.3%-იანი შემცირებაა. მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 73.0% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 55.4% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). გუდაურში ამჟამად 6 დასრულებული საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე. 2024 წლის II კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი უცვლელად $1,420/მ2 -ზე დარჩა.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 4.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა.