რომელი პროდუქტი გაძვირდა ან გაიაფდა საქართველოში
აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა. ინფორმაციას eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი.
პროდუქტები, რომლებიც ერთ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა:
კიტრი - 65.6%;
კივი -59.6%;
ნიორი - 45.5%;
ჭარხალი - 25%;
მანდარინი - 23.4%;
ბადრიჯანი -22.2%.
ყველაზე გაიაფებული პროდუქტები აგვისტოში:
მწვანილი - 42%-ით გაიაფდა;
კომბოსტო - 44.1%-ით გაიაფდა;
საზამთრო - 33%-ით გაიაფდა.