რომელ რეგიონებშია საშუალო ხელფასი დაბალი
საშუალო ხელფასის სიმცირის მიხედვით რეგიონებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და რაჭა ლეჩხუმშია.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით კი რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს. აღნიშნული მაჩვენებლები საქსტატის 2024 წლის II კვარტალის მონაცემებშია ასახული.
დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში ასეთია:
თბილისი - 2354.8 ლარი
მცხეთა-მთიანეთი - 1803.1 ლარი
აჭარის ა.რ. - 1638.5 ლარი
ქვემო ქართლი - 1599.9 ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1311.1 ლარი
იმერეთი - 1275.2 ლარი
კახეთი - 1262.8 ლარი
სამცხე-ჯავახეთი - 1245.4 ლარი
გურია - 1180.3 ლარი
შიდა ქართლი - 1169.3 ლარი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1079.3 ლარი.
ამავე ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.