საქართველოში იმპორტირებული წიწიბურას 99%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის
საქართველოში წიწიბურას იმპორტი 25%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 5 408 ტონა (3.2 მლნ დოლარის ღირებულების) წიწიბურა იყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 4 054 ტონა (1.8 მლნ დოლარის).
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს წიწიბურას იმპორტი 24%-ით გაუიაფდა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 59 ცენტი იყო, წელს კი ფასი 45 ცენტამდე შემცირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში წიწიბურას იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხორციელდება. მაგალითისთვის, 2024 წლის 8 თვეში ქვეყანაში წიწიბურას 99%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველომ რუსეთიდან 1.817 მილიონზე მეტი ღირებულების 4 052 ტონა წიწიბურა იყიდა.
საანგარიშო პერიოდში პროდუქციის მცირე ნაწილი შემოვიდა პოლონეთიდან და იტალიიდან. უფრო კონკრეტულად, პოლონეთიდან იმპორტირებულია 5 470 დოლარის ღირებულების 1.28 ტონა წიწიბურა, ხოლო იტალიიდან 90 დოლარის ღირებულების 10 კგ. პროდუქცია.