ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7174 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0124-ია, 100 რუსულ რუბლს 2.8101 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0793 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9356 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9273 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0083 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში შევიდა.
შეიძლება, დაგაინტერესოთ: ეროვნულმა ბანკმა $60 მილიონი გაყიდა ლარის კურსის შესანარჩუნებლად
გააზიარეთ :