როგორი იქნება ვალუტის კურსი ხვალ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7174 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 6.9901-ია, 100 რუსულ რუბლს 2.8086 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი, 0.0793 -ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.