საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი იზრდება
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი იზრდება. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 1 533 420 აშშ დოლარის ღირებულების, 248 ტონა ლოკოკინას ექსპორტი განხორციელდა. 2023 წლის ათ თვეში კი ექსპორტმა 137 ტონა შეადგინა, რაც ღირებულებით ნაწილში 1 207 940 აშშ დოლარი იყო.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ლოკოკინა შემდეგ ქვეყნებში გავიდა ექსპორტზე:
საფრანგეთი - 1 343 780 აშშ დოლარი;
თურქეთი - 109 530 აშშ დოლარი;
ნამიბია - 64 790 აშშ დოლარი;
იტალია - 15 330 აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ლოკოკინას მთავარი ექსპორტიორი 2023 წელსაც საფრანგეთი იყო. გასულ წელს ექსპორტი მცირე რაოდენობით განხორციელდა ასევე იტალიაშიც.