როგორი იქნება ვალუტის კურსი ხვალ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.0327-ია, 100 რუსულ რუბლს 2.6619 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი,0.0792-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8772 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8548 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0224 ლარი შეადგინა.