ეკონომიკა
როგორია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმდინარე წელს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურს მონაცემებით, წელს იანვარ-ოქტომბერში საქართველო ევროკავშირში 456.714 მლნ აშშ დოლარის საქონელი გაყიდა. აქედან 78%, ანუ, 355.727 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი ადგილობრივი წარმოების იყო.
უფრო ზუსტად, წელს ევროკავშირში ექსპორტირებული ადგილობრივი პროდუქტების ხუთეული ასეთია:
- თხილი და სხვა კაკალი - 45.312 მლნ აშშ დოლარი.
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 42.479 მლნ აშშ დოლარი;
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 39.840 მლნ აშშ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 26.797 მლნ აშშ დოლარი;
- ფეროშენადნობები - 25.617 მლნ აშშ დოლარი.
- აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს წელს, საანგარიშო პერიოდში, 3.616 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია აქვს შეძენილი.
ამასთან, მნიშვნელოვანია ფულად გზავნილებში ევროკავშირის წილიც. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ოქტომბერში საქართველოში ჯამში 281.06 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, საიდანაც 44.33%, ანუ 124.58 მლნ აშშ დოლარის ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებითვე, წელს მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორებისგან ქვეყანამ 210.1 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მეორე კვარტალში 138 მლნ აშშ დოლარის, ხოლო პირველ კვარტალში 108.3 მლნ აშშ დოლარის. ჯამურად, წელს 3 კვარტლის მაჩვენებლებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისგან ქვეყანამ 456.4 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება ინვესტიციებს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ-მეორე კვარტალში ქვეყანაში ევროკავშირმა ჯამში 229.191 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რაც მთლიანი მოცულობის 30%-ს შეადგენს. იგივე საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ჯამში 68.627 მლნ ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.
გააზიარეთ :