SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
ეკონომიკა
ბრძოლა ევროკავშირის ბაზრისთვის და საფრთხეები, რომელიც რუსულ ბაზარს მოაქვს

ბრძოლა ევროპის ბაზარზე დამკვიდრებისათვის და გზა, რომელსაც მესხი ფერმერები წლებია გადიან, იმისათვის რომ საკუთარი პროდუქციის ევროპაში ექსპორტით, სტაბილური შემოსავალიც მიიღონ და პროდუქციაც პოპულარული გახადონ.


ახალციხელმა გიორგი მერაბიშვილმა ადგილობრივი თაფლის წარმოება ჯერ კიდევ 2011 წლიდან დაიწყო. 2018 წლიდან კი, საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო კონკურსებსა თუ ფესტივალებში მიიღო მონაწილეობა და არაერთი ჯილდოთიც დაბრუნდა. ევროპის ბაზარზე თაფლის გასატანად ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ მრავალწლიანი ბრძოლის მიუხედავად ჯერ მიზანს ვერ მიაღწია. მიზეზი როგორც აღნიშნავს, თაფლის მცირე ოდენობაა, ევროპის ბაზრის სტანდარტებს კი ეს არ შეესაბამება.

გიორგი მერაბიშვილის მთავარი საზრუნავი ახლა ისეთი პარტნიორის ან დონორის მოძიებაა, ვინც ფინანსურად დაეხმარება. ამ შემთხვევაში მოძიებული თანხით საჭირო რაოდენობის თაფლის წარმოებას შეძლებს და ევროპის ბაზარს სტაბილურად მოამარაგებს, მანამდე კი იძულებულია ადგილობრივ ბაზარზე იყოს დამოკიდებული.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაც გზები გაიხსნა, დავიწყე პროდუქციის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში. იქამდე, რეალიზაციას ძირითადად საქართველოში ვახერხებდი და მცირე რაოდენობა რუსეთშიც გამქონდა“ - ამბობს ახალქალაქელი არშალუის გალსტიანი, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, უცხო სუნელების წარმოებითაა დაკავებული.

ფერმერმა ჯავახეთიდან თავისი ნაწარმის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, ხარისხის დაცვით ხუთი წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ ევროპაში უცხო სუნელები გემით ან თვითმფრინავით გადააქვს. იქ იფუთება და მარკეტებში გადის. მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც ახერხებს, ევროკავშირის ბაზარი სუნელებით სტაბილურად მოამარაგოს. გალსტიანი ამ დროისათვის უცხო სუნელის ექსპორტს ახორციელებს პოლონეთში, ჰოლანდიასა და მცირე რაოდენობით გერმანიაში.

იმისათვის, რომ ევროპის ბაზრის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს და რაოდენობაც გაზარდოს, არშალუის გალსტიანს სჭირდება ნაწარმის სახელი და ბრენდირება. იგი, სუნელებს ჯერ კიდევ ხელით ამუშავებს, რაც რთულია. საჭირო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში კი იმედოვნებს, რომ მოკლე დროში უფრო მეტი რაოდენობის დამუშავებას შეძლებს.

ფერმერს ევროკავშირთან ერთად, საკუთარი პროდუქციის რუსეთში გატანის გამოცდილებაც აქვს. ორივე ბაზარზე არსებულ ვითარებას იცნობს. დარწმუნებულია, რომ უცხო სუნელების სარეალიზაციოდ ევროპის ბაზარი უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთის. არშალუსი იმ საფრთხეებსა და რისკებზეც საუბრობს, რომელიც რუსეთის ბაზარმა შეიძლება ნებისმიერ ფერმერს მოუტანოს.

„სტაბილურობის გარდა, ევროპაში პროდუქციის გატანა მარტივია და არც რისკი ახლავს, რადგან კანონიერად ხდება ყველაფერი. რუსეთში საზღვრის გადაკვეთისას ჯერ დამოკიდებული ხარ თანამშრომლის განწყობაზე გაგიშვებს თუ არა საზღვარზე, თუ შეგიშვა, ბაზრამდე მისასვლელად იმდენი ბარიერი შეიძლება შეგხვდეს, რაც საბოლოო ჯამში არასტაბილურობას ქმნის.. რუსეთი ბაზარზე დამოკიდებული ვერ ვიქნები“ - ამბობს არშალუისი.

რუსეთის ბაზარი, ქართული პროდუქციისთვის რომ არასტაბილური, საფრთხის შემცველი და სარისკოა, ამავე დროს ფასებიც ბევრად დაბალი, ამაზე ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორთა ასოციაციაშიც საუბრობენ. ვახტანგ ბეჟიტაშვილის თქმით, მიუხედავად არასტაბილურობისა, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდი ნაწილი მაინც რუსეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადის.

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს ბაზარზე ბევრი არაფერი არ შეცვლილა, დომინანტი ქვეყნები ექსპორტის მხრივ ისევ რუსეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია. ამას შეეჩვია ხალხიც. ტერიტორიულადაც უფრო ახლოს არის, ჩვენი პროდუქციაც მორგებულია უფრო რუსულ ბაზარზე. რუსული ბაზარი რა თქმა უნდა არასტაბილურობით გამოირჩევა, როგორც ფასების კუთხით ისე პოლიტიკურად, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩაგვიკეტონ ეს ბაზარი, რაც არაერთხელ მომხდარა“.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი იმასაც განმარტავს, რომ ევროკავშირის ბაზარი ბევრად სტაბილურია, თუმცა საქართველოს მასთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს. ევროპულ ბაზარზე წვდომას თავისი სტანდარტები აქვს, როგორც შეფუთვით, ისე პროდუქციის ხარისხით, რაოდენობით, სტაბილურობით და ფასით. ევროპის ბაზარზე საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, თუმცა სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ძალიან ბევრია სამუშაო, ამაზე კი როგორც კერძო სექტორმა, ისე სახელმწიფომ ერთნაირად უნდა იზრუნოს.

„რუსეთში შეიტან მცირე პროდუქციას, მათ შორის ერთჯერადადაც, მუშაობს საბითუმო ბაზრები და ექსპორტიორს შეუძლია ადგილზე გაყიდოს პროდუქცია, ევროპაში კი ასეთი ბაზრები არ არის, იქ მხოლოდ ქსელური მარკეტებია. რუსეთისგან განსხვავებით, ევროკავშირში დიდი კონტრაქტები, საბანკო გადარიცხვები და პროდუქციის რეალიზაციისთვის სხვა ოფიციალური ქმედებებია საჭირო. ეს ყველაფერი ევროპულ ბაზარს ბევრად კომფორტულს და სტაბილურს ხდის, ვიდრე რუსულია. ჩვენთან ყველა დარგი რომ მოძლიერდეს და სტანდარტებში ჩაჯდეს, ამას სჭირდება განათლება, ფინანსები და რაც მთავარია პოლიტიკური ნება, რათა სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ერთად იმუშაოს. არის მცირე პროექტები, მცირე ძვრები თუმცა ხელშესახები არაფერი, ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრია“ -ამბობს ბეჟიტაშვილი.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დიდი საფრთხე შეუქმნა. დარგის სპეციალისტების განმარტებით, თუ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეუჩერებს და დაფინანსებას შეუწყვეტს, საქართველოდან ევროპაში პროდუქტის ექსპორტის გაზრდას ხელი შეეშლება.

„არაერთი ორგანიზაცია და ფონდია რომელიც სოფლის მეურნეობას ეხმარება, აფინანსებს, ასწავლის თანამედროვე სტანდარტებით, ევროპის შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიები შემოაქვთ და ეს ყველაფერი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ დღეს სოფლის მეურნეობაში პრობლემები გვაქვს, ზუსტად იმიტომ, რომ არ არის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში“.

ამ დროისათვის ხილ-ბოსტნეულიდან, ყველაზე სტაბილურად ევროპის ბაზარზე ლურჯი მოცვი და მწვანილი გადის, რაც პროცენტულად რუსეთში გატანილ პროდუქციაზე ბევრად ნაკლებია.

ექსპორტის მხრივ რომ დომინანტი რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებია, ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გამოქვეყნებული მონაცემებიც ადასტურებს. სტატისტიკით ჩანს, რომ 2024 წელს, მთლიანი ექსპორტის 68, 6% რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოდის. ევროკავშირის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის მხოლოდ 8 პროცენტი მოხვდა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულის სათავეში თურქეთი და რუსეთია, ევროპის ქვეყნებიდან მეხუთე ადგილს გერმანია იკავებს.


რა რაოდენობის ზრდას მოუტანს ევროპული ბაზარი ქართულ ეკონომიკას, კონკრეტული ციფრის დასახელება ეკონომისტებს უჭირთ, თუმცა ეკონომიკის განვითარებაში და სტაბილურობაში რომ დიდი როლი აქვს, ეს კარგად იციან. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ევროპის სტანდარტებისათვის ფეხის აყოლა და თავისუფალი ვაჭრობის წესების დაცვაა საჭირო.

“ევროპის ბაზარზე გასვლა სტაბილურად გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდებად უნდა განვიხილოთ, ამ პერიოდში საქართველოში მომუშავე ყველა სექტორი, რომელსაც ევროპის ბაზრებზე გასვლა სურს, ბაზრის მოთხოვნილებებზე უნდა ფოკუსირდეს. მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ბევრ პრობლემას წავაწყდით, დაიწყო პანდემია, იყო სხვა ფინანსური პრობლემები. ევროპის ბაზარზე შეიცვალა სტანდარტები, ამიტომ საჭიროა დრო და ბევრი მუშაობა, თუ გვინდა, რომ ევროპის ბაზარს მოვერგოთ და იმაზე ბევრად მეტი სარგებელი ვნახოთ, ვიდრე რუსეთი გვთავაზობს ”- ამბობს ეკონომისტი კახა დაუშვილი.

,,ის ფაქტი რომ, რუსეთის ბაზარზე ქართული ექსპორტი იზრდება და ევროპის ბაზარზე მცირდება, ეს უფრო დამოკიდებულს გვხდის რუსეთზე. სამწუხაროდ, ექსპორტი არამხოლოდ რუსეთთან, ჩინეთთანაც იზრდება და ჩვენ საერთაშორისო იზოლაციაში ვექცევით”- გვეუბნება ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია.

ექსპერტების აზრით, აღნიშნული ქვეყნებიდან მიღებული შემოსავლით, ეკონომიკა იზრდება, თუმცა ეს არასტაბილურია და მთლიანად პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რის გამოც ნებისმიერ დროს საქართველომ შეიძლება მნიშვნელოვნად იზარალოს, რაც არაერთხელ მომხდარა. ეკონომისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ევროპის ბაზარი არამხოლოდ სტაბილურია, არამედ შემოსავლის თვალსაზრისითაც ყველაზე მსხვილი ბაზარია, საიდანაც საქართველოს ეკონომიკამ დიდი სარგებელი შეიძლება ნახოს.

“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება და ევროპაში ინტეგრაცია, რომელიც პირდაპირ გულისხმობს დიდი რაოდენობით ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ეს კი დაგვეხმარება პროდუქციის შესაბამის სტანდარტებში მოყვანასა და ისევ ევროპულ ბაზარზე ექსპორტში”- ამბობს აკაკი ცომაია.

საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი თუ ევროპაში ინტეგრაცია იქნება, ცხოვრების დონით შესაძლებელია დავეწიოთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ბულგარეთი და რუმინეთი. პროდუქციის ექსპორტის გარდა, ევროპასთან ურთიერთობა ჯაჭვური პროცესია, რადგან თანამშრომლობის პროცესი ამავე დროს გულისხმობს ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, კანონის უზენაესობას, სამართლიან არჩევნებსა და ყველა იმ ინსტიტუციის გაძლიერებას, რომელიც ჩვენი ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს, ისევე როგორც მოხდა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და იმ ქვეყნებში, ვინც ევროპული ღირებულებები არჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში არამხოლოდ ვაჭრობის, არამედ ყველა მიმართულებით ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა და რუსეთის, ირანის, ვენესუელას, ყირგიზეთისა და ყველა იმ ქვეყნის ბედს გაიზიარებს, ვინც დემოკრატიას, ავტორიტარული რეჟიმით ცხოვრება არჩია.

როგორ აფასებს შექმნილ ვითარებას საქართველოს მთავრობა, რა კეთდება ადგილობრივი ფერმერებისა თუ კომპანიების ხელშეწყობისთვის, რათა მათ თავისი პროდუქციის ევროპაში ექსპორტი შეძლონ, ამაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან პასუხს ამ დრომდე ველოდებით.

Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetholiganbethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetholiganbetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbetbetcio girişledger livecialis1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortHoliganbethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastiptv satın alhacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetpradabettipobetcasibomorisbettipobet girişjojobetjojobetholiganbetnakitbahisJojobet 1106pusulabet girişpusulabet girişmatbetjojobetGrandpashabetgobahisorisbetgobahisgiftcardmall/mygiftbetciobetciobetciomatbetkingbettingcasibombetparkiptvcasibomcasibomnitrobahisyakabetcasibom girişcasibombetciobetcioultrabetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahisatlasbetholiganbetultrabetultrabetultrabetpusulabetkavbetmatbet girişpusulabet girişbetsmove girişbetsmove girişbetsmove girişholiganbet girişgalabet girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortdeneme bonusmarsbahistipobet güncel girişJojobethayalbahishayalbahisStreameastfixbetcasibomtimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetmeritbetbetasus영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmaholiganbetcasibommatbetрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1106bets10deneme bonusu telegramStreameastmeritcasino